35 წლამდე ქალი, რომელიც ხანძრისას მე-6 სართულიდან გადახტა, გარდაიცვალა. დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება, ხანძარს, პეკინის გამზირზე ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია, დაიწვა დაახლოებით 300 კვადრატულ მეტრი ფართობი. ხანძარი დევნილთა საცხოვრებელში დღეს გამთენიისას გაჩნდა.
ადგილზე იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ შესაბამისი კომისია იმუშავებს, დაითვლება ზარალი და მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართებით.
"112 როგორც კი გვეტყვის, რომ ასვლა არის უსაფრთხო, ავალთ, ადგილზე აღვწერთ რამდენი ოჯახია დაზარალებული, რამდენ ოჯახს ესაჭიროება საცხოვრისი და გადაგვყავს სასტუმროებში, შემდგომ უკვე რაც დასახმარებელი იქნება დავეხმარებით ყველას.
პირველადი ინფორმაციით, სამ-ოთხ სართულზეა საუბარი და დაზუსტებული ინფორმაცია რამდენიმე საათში გვექნება," - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ხანძარი პეკინის 41 ნომერში მდებარე დევნილთა დასახლების მეხუთე სართულზე გაჩნდა და მეზობლების საცვორებელ ბინებში გავრცელდა. სამაშველო ჯგუფებმა მოსახლების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე 14 სახანძრო ავტოცისტერნა იყო მობილიზებული, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით 2 საათში შეძლეს.
ცნობისთვის, ხანძარი პეკინის 41 ნომერში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე დილის 7 საათისთვის გაჩნდა და მეზობლების საცხოვრებელ ბინებში გავრცელდა. სამაშველო ჯგუფებმა მოსახლების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე 14 სახანძრო ავტოცისტერნა იყო მობილიზებული, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით 2 საათში შეძლეს.
ხანძარს 35 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის გავრცელების შემდეგ ის მე-6 სართულიდან შიშის გადახტა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, მისი გადარჩენა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: თამარ თათარაშვილი