03 სექტემბერი 2026,   16:09
ვრცლად
სამახსოვრო წარწერები სამედიცინო პირბადეებზე - "ბოლო ზარი" ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში 

პანდემიის პირობებში ჩატარებული "ბოლო ზარი" - ზუგდიდის სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა მისალოცი და სამახსოვრო წარწერები სამედიცინო პირბადეებზე დაწერეს.

აღნიშნული წარწერებით ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოსწავლემ გაავრცელა.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, უკვე მეორე სასწავლო წელია, რაც სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი პრევენციული წესების დაცვით და პერიოდულად დისტანციური რეჟიმით მიმდინარეობს.

საქართველოში სკოლის დამთავრების "ბოლო ზარით" აღნიშვნის ტრადიცია უკვე წლებია არსებობს. წელს, პანდემიის გამო, განათლების სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაცია გაუგზავნა, რომლის თანახმად, შესაძლებელია ე.წ. ბოლო ზარის ორგანიზება, მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე.

დღის ამბები