19 აპრილი 2024,   05:59
ვრცლად
"რომ გამეკეთებინა ვაქცინა, გადავურჩებოდი ტანჯვა-წვალებას, მიჭირს გადაადგილება და ახლა ვსწავლობ სიარულს" - გიორგი აბდალაძე

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე იმ დღეებს იხსენებს, როდესაც კორონავირუსით დაინფიცირდა. მან საავადყოფოში თვეზე მეტი ხანი დაჰყო, იყო ეპიზოდები, როცა პაციენტის გადარჩენის იმედი ძალიან მცირე იყო. 

ფოტოგრაფი ამბობს, რომ მდგომარეობიდან ამ დრომდე არ არის ბოლომდე გამოსული. 

როგორც გიორგი აბდალაძე ამბობს, ჰქონდა სუნთქვის მწვავე პრობლემები და გადაადგილება თავისუფლად ჯერ კიდევ უჭირს.

"10 დღეა რაც გამოსული ვარ საავადმყოფოდან, ახლა გავდივარ რეაბილიტაციას. კიდევ რთული მდგომარეობა მაქვს, ფიზიკურად მიჭირს გადაადგილება და ახლა ვსწავლობ სიარულს, ფაქტობრივად.“ - ამბობს გიორგი აბდალაძე.

ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც დაინფიცირდა, ქვეყანაში იმუნიზაციის პროგრამა უკვე დაწყებული იყო, თუმცა ვაქცინაციის ჩატარება ვერ მოასწრო.

"ვფიქრობ, მე რომ გამეკეთებინა ვაქცინა, მე გადავურჩებოდი იმ ტანჯვა-წვალებას, რაც გავიარე იქ,“ - ამბობს გიორგი აბდალაძე.

დღის ამბები