06 მაისი 2024,   04:06
ვრცლად
COVID-19 ევერესტზე - ბანაკში მყოფი რამდენიმე ასეული ადამიანი ტესტის პასუხს ელოდება

არის თუ არა COVID-19-ის ახალი კლასტერი ევერესტზე - ნეპალის მთასვლელთა ასოციაციის წარმომადგენელმა კორონავირუსის ახალი, ევერესტის კლასტერის არსებობა უარყო, თუმცა მისივე თქმით, ბანაკში ინფიცირებულია 100 ადამიანი.

ასევე საუბარია იმ რისკებზე, რომ შესაძლოა დაავადებულთა რიცხვმა 150-200-ს მიაღწიოს. ევერესტის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკში ამჟამად 408 ადამიანია გაჩერებული. ისინი ტესტის პასუხს ელოდებიან, რომ მთის დალაშქვრა განაგრძონ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინელების მთამსვლელების ჯგუფმა თავი შეიკავა ევერესტის დალაშქვრაზე ეპიდვითარების გათვალისწინებით.

ქვეყნის ამ ნაწილში პირველად COVID-19 აპრილის ბოლოს ნორვეგიელ მთამსვლელს დაუდგინდა. 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები