19 ნოემბერი 2024,   20:26
ვრცლად
ვარლამ გოლეთიანი მიიჩნევს, რომ დაკავებებით აქტივისტების დაშინებას ცდილობენ

ადვოკატების მსგავსად, წუხელ ღამით გუმათში დაკავებული 8 პირის გათავისუფლებას მოითხოვენ რიონის ხეობის დამცველებიც.

ისინი ამ დროისთვის "ენკას" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან და ამბობენ, რომ საპროტესტო აქციები კვლავ გაგრძელდება და ხმაურის აქცია დღეს საღამოსაც გაიმართება.

"რკინის "ლისტი" გადაიკეცა ერთ ადგილზე და ამის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, უბრალოდ ალოგიკურია, არასწორია და ამას იმიტომ აკეთებენ, რომ დააშინონ ჩვენი აქტივისტები და ადამიანებმა არ მივმართოთ პროტესტის იმ ხერხს, რასაც მივმართავთ ახლა, ეს ბოლო 2 დღეა.

გაგრძელდება მინდა გითხრათ,  ანუ დღის წესრიგი ეს არის, რა ფორმითაც გუშინ იყო პროტესტი, იგივე იქნება დღესაც. დღესაც იქნება, ყოველ დღე იქნება აქცია, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები," - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა.

დღის ამბები