19 მაისი 2024,   06:40
ვრცლად
გუმათში დაკავებული 8 აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა

გუმათში წუხელ ღამით დაკავებული 8 აქტივისტი სასამართლომ გაათავისუფლა. აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო, ვინაიდან ბრალდების მხარემ მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.

აქტივისტებს გამოძიება პოლიციელების დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება. მომდევნო სასამართლო პროცესი 4 ივნისს არის ჩანიშნული.

შეგახსნებთ, 8 პირი წუხელ გუმათში მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავეს.

დღის ამბები