მსაჯებმა, რომლებსაც, გავრცელებული ინფორმაციით, მორაგბეებმა სცემეს, დღეს ორი თამაში ჩაშალეს. არბიტრები ბათუმსა და ქუთაისში დიდი ათის ნახევარფინალზე არ მივიდნენ.
ირკვევა, რომ ინციდენტი ერთ-ერთ თამაშზე მოხდა. რა დროსაც მსაჯს სპორტსმენმა შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს მთელი დღის განმავლობაში ამ თემაზე სარაგბო სამყაროს წარმომადგენლები ღიად არ საუბრობდნენ.
დიდი 10-ის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში, წლევანდელი რეგულარული გათამაშების ლიდერი "აია", საკუთარ "აია არენაზე" ბოლნისის "ყოჩებს" მასპინძლობდა, მაგრამ ეს მატჩიც ანალოგიური მიზეზით ჩაიშალა.
ნახევარფინალისტები მოედანზე გამოვიდნენ, თუმცა მსაჯებმა აქაც არ მოინდომეს თამაშის განსჯა.
კვირას ქუთაისში კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი. დიდი 10-ის დებიუტანტი, ადგილობრივი "არესი", რომელმაც ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა, თბილისის "არმიასთან" უძლიერესთა შორის დასარჩენ განმეორებით შეხვედრას 16 საათზე გამართავს, თუმცა დიდი შანსია, რომ არბიტრებმა ხვალაც არ იმსაჯონ, რადგანაც სწორედ ამ მატჩზე მიაყენეს მსაჯებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხმყოფა.