ინციდენტი პეკინის გამზირზე - ცოტა ხნის წინ, "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი ტროტუარს შეეჯახა, რის შემდეგაც ის საიუველირო მაღაზია "მანდარინაში" შევარდა. ჩამსხვრეულია მაღაზიის ვიტრინა და დაზიანებულია შენობის ფასადი.
თვითმხილველების თქმით, ინციდენტის შედეგად მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.