მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთას სალხინოს მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა და იღუმენმა დანიელ გვილავამ უპასუხა.
როგორც მან განაცხადა, დარჩება მონასტერში და ბერულ ცხოვრებას გააგრძელებს.
"მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის უპროგნოზო გადაწყვეტილებას მიიღებდა. ჯერ კაცი უნდა იყო და მერე უნდა გახდე მღვდელი. სტეფანე ეპისკოპოსი გახდა, მაგრამ კაცი ვერ გახდა. ის არასდროს არ მიღიარებია ეპისკოპოსად და არც ვაღიარებ.
ვიცხოვრებ მონასტერში, გავაგრძელებ ბერულ ცხოვრებას, მოვუვლი ჩვენს ნაშრომსა და ნაოფლარს.
აუდიტის წინააღმდეგი არ ვარ. მოვიდნენ, ნახონ, დაათვალიერონ. დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი ადგილზეა, მაგრამ მართვა-გამგეობას მე არავის არ გადავაბარებ," - განაცხადა დანიელ გვილავამ.
ცნობისთვის, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ დანიელ გვილავას იღუმენის ხარისხი ჩამოართვა და განკვეთა.