19 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება - დღეს პროცესზე დაზარალებული გამოკითხეს

ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება. დღეს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც თავად დაზარალებული გამოკითხეს. ვახო სანაია პროცესს პირველად დაესწრო და თებერვალში მომხდარი ფაქტი დეტალურად აღწერა.

მისი თქმით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია. ჟურნალისტს თბილისში ფიზიკურად  24 თებერვალს ღამით გაუსწორდნენ, როდესაც ის ოჯახის წევრებთან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ტელეწამყვანს ტვინის შერყევა ჰქონდა.

პოლიციამ 3 პირი დააკავა. შსს-ს თანახმად, ვახო სანაიაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა. ჟურნალისტმა მასზე თავდასხმა თავისსავე პროფესიულ საქმიანობას დაუკავშირა. ცნობისთვის, ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში არიან.

 

დღის ამბები