17 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
ორივე მხრიდან საბოლოო ამოცანაა ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთში - თურნავა ნამახვანჰესზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა შესრულდეს.

"მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვინაიდან იქ მდგომი ადამიანებიც, მათი უმრავლესობა გულწრფელად აპროტესტებენ ამ პროექტს და აქვთ გულწრფელი კითხვები, არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები. ჩვენც სწორედ მოწადინებულები ვართ, რომ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, ჩვენი ადგილობრივი რესურსი იყოს გამოყენებული, მათ შორის, ეს პროექტი კი შესრულდეს კარგად, სწორად, ყველას ინტერესის დაბალანსებით, რადგან ორივე მხრიდან საბოლოო ამოცანა ერთია, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთში," - ამბობს ნათია თურნავა.

დღის ამბები