03 სექტემბერი 2026,   14:56
ვრცლად
მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტ გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტ გიორგი მუმლაძის სასამართლო პროცესი. ის შსს-მ 14 აპრილს პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციის დროს დააკავა. მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ფიზიკური შეურაცხყოფა ედება.

ბრალდებას პოლიტიკურ დევნად აფასებს გიორგი მუმლაძის უფლებადამცველი და საქმის შეწყვეტას მოითხოვს.

"ვერანაირი მექანიზმებით ვერ გაგვაჩერებენ იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე. ამ ქვეყანაში უნდა შეწყდეს ყველა ადამიანის მიმართ პოლიტიკური დევნა, მეორეს მხრივ პოლიტიკური სტაბილურობისთვის და იგივე ეკონომიკური წინსვლისთვის საჭიროა, რომ ვადამდელი არჩევნები იქნას დანიშნული იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიცვალოს ხელისუფლება," - აცხადებს გიორგი მუმლაძე.

დღის ამბები