ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 2 ივნისს წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებენ. სირთულიდან გამომდინარე სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად, 24 საათიან რეჟიმში განხორციელდება.
"ნუცუბიძის ქუჩა N179-ის მიმდებარედ წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები, ასევე წყლის ნაკადების ეფექტურად მართვის მიზნით დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები პარალელურად ჩატარდება ბაგების სატუმბო სადგურზე და წყნეთის გზატკეცილზე, სადაც ასევე მაგისტრალური მილი გადაერთდება წყალმომარაგების ალტერნატიულ ქსელზე და დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.
რთული ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური მილების წყლისგან დაცლა. რის გამოც 2 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან 3 ივნისის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკე-საბურთალოს რაიონში:
ვაჟა-ფშაველას I-VII კავარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს. N43-71; N52-70, N72-104 და N75-99. ნუცუბიძის ქუჩას, ნუცუბიძის III მ/რ-ს, დელისის I, II, III და დელისის ქუჩას, მინდელის ქუჩას.
ჟღენტის, პიკასოს, შავგულიძის, შავიშვილის, თოფურიას, მამასახლისის, სანდრო ეულის, ნადირაძის, ქავთარაძის, ყაზბეგის გამზირის N30-46.
მარგიანის, მარიჯანის, წყნეთის გზატკეცილს, ბაგების კორპუსებს, ამაღლობელის, ვაჟა ფშაველას გამზ. ის ჩათვლით, , ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, დუდუ დადიანის , ძმები ზალდასტანიშვილების, ზაქარიაძის, თავაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, აფხაიძის, ჩიქოვანის, მეგრელაძის, ბუდაპეშტის ქ. N28-46; N13-19, ბუდაპეშტის 1 შესახვევს, ალასანიას, ლვოვის ქუჩას N83-97: N92-98, ონიაშვილის ქ. N61-89; N64-80, ასათიანის ქ. N9-11, 14-ს, თავხელიძის, ქავთარაძის ქ. N1-27; N2-24.
ჭავჭავაძის გამზ. N39-55 (კენტ ნომრებს) N73-78, 80, N82-84, თამარაშვილის ქ. N1- 5; N7, 9, ლორთქიფანიძე , უნივერსიტეტის 1 შესახვევს, გაზაფხულის, ჯებაშვილის ქუჩას და 1-ელ გასასვლელს, გ. წერეთლის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ჩოლოყაშვილის, ციციშვილის ქუჩას და შესახვევებს, წყნეთის გზატკეცილს, შესახვევებს, გასავალს და ჩიხებს, უჩანეიშვილის ქუჩას, 1-ელ გასავალს და მე-2 შესახვევს, საკანდელიძის , დოლიძის, ტაბლიაშვილის და ამაღლობელის ქუჩებს.
ბაგების კორპუსებს და საერთოს საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიას
კაკლების დასახლებას, მიხეილ ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბელის, ნუშის ბაღების,
ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას და შესახვევებს, თბილისის, მშვიდობისა და ბაგების დასახლებას. დაბა წყნეთს, ბეთანიას, ახალდაბას და კვესეთს.
მთაწმინდის რაიონში: ტაბახმელას, შინდისს, წავკისს, კიკეთს და კოჯორს," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.