20 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
ნუცუბიძის პლატოზე სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილება გარკვეულ საათებში შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნუცუბიძის პლატოზე სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილება გარკვეულ საათებში შეიზღუდება.

ამის მიზეზად დედაქალაქის მერი ასახელებს იმას, რომ მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობიდან გამომდინარე არსებული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო, ნუცუბიძის პლატოზე მობილობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მერიის ცნობით, საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, 3 ივნისიდან, 08:00-12:00 და 17:00-20:00 საათებში, ი. ბერიტაშვილის, რ. ჩხიკვაძის (ყოფილი ძოწენიძის ქუჩა), ბ. ჟღენტისა და ე. ბედიას ქუჩებზე სატვირთო ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდება.

დღის ამბები