17 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
ნიკა მელიას პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დღეს განახლდება. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით უნდა გაგრძელდეს. თავად მელია სხდომას არც ამჯერად დაესწრება.

მისი თანაპარტიელების შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

"გასაოცარი დემოკრატია "ქართული ოცნების" პირობებში იმიტომ, რომ ერთის მხრივ "ქართული ოცნება" თავს იწონებს და ამოფარებულია შარლ მიშელის დოკუმენტს და იძახის, რომ ამნისტია უნდა გამოაცხადოს და მეორეს მხრივ, ნიკა მელიას სასამართლოში იბარებენ კვლავ იგივე 20 ივნისის საქმეზე და ირწმუნებიან, რომ რაღაც ახალი მტკიცებულებები გააჩნიათ.

როდესაც საქმის კურსში არ არის ადვოკატი როგორ უნდა წარმართოს სრულუფლებიანი დაცვა პირის. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ მთელი წლების განმავლობაში, რომ პროკურატურა და სასამართლო წარმოადგენენ პრაქტიკულად ერთ უწყებას, მოქმედებენ შეხმატკბილებულად და ცალკე მხარე არის ადვოკატი, რომელსაც თითქმის არაფრის უფლება არა აქვს," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი.

დღის ამბები