28 აპრილი 2024,   01:40
ვრცლად
14 წლის გოგომ, რომელიც სასაფლაოზე ჯგუფურად გააუპატიურეს და კადრები ინტერნეტში გავრცელდა, თავი მოიკლა - ბელგიაში მომხდარი საზარელი შემთხვევა

ბელგიის ქალაქ გენტში, 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც სასაფლაოზე მისი ჯგუფური გაუპატიურების ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გავრცელებული კადრებიდან 5 სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება შეძლო და დააკავა.

როგორც ცნობილია, ბრალდებულებიდან სამი არასრულწლოვანია და მათი ასაკი 14 და 15 წელს შეადგენს, დანარჩენი ორი კი, 18-ისა და 19 წლისები არიან. ბელგიური მედიის ცნობით, ორი არასრულწლოვანი, რომლებიც დააკავეს, ძმები არიან.

გოგონა სასაფლაოზე მეგობრის შესახვედრად იყო მისული, რა დროსაც მას თავს დაესხნენ და ჯგუფურად გააუპატიურეს. გოგონამ თავი მომხდარიდან 4 დღის შემდეგ მოიკლა.

მომხდარმა ბელგიის მთავრობის აღშფოთება გამოიწვია. იუსტიციის მინისტრმა Twitter- ზე განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

 

დღის ამბები