ნინოწმინდის პანსიონს რეგულირების სააგენტო ამოწმებს - ადგილზე არიან სოციალური მუშაკებიც. სხვებისთვის კარი ისევ ჩაკეტილია - მათ შორის, შენობაში არ უშვებენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და "კურიერს", რომლის დამსახურებითაც თემა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
მათივე თქმით, ბოლო ვიზიტისას გამოიკვეთა არაერთი დარღვევა, მათ შორის არასრულფასოვან კვების რაციონთან, ასევე ის, რომ ბავშვებს წლის განმავლობაში არ ეძლეოდათ პანსიონის დატოვების უფლება. დარღვევად იქნა მიჩნეული ისიც, რომ ერთ ოთახში 9 ბენეფიციარზე მეტი იმყოფებოდა, რაც დაუშვებელია.
სააგენტოს წარმომადგენლები მონიტორინგის განხორციელებას მთელი დღის განმავლობაში გეგმავენ. არ არის გამორიცხული, რომ მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის გამო პანსიონს ლიცენზია ჩამოერთვას.
"კურიერმა" პანსიონში მყოფ ბავშვებთან გასაუბრება შეძლო, ისინი ძალადობას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა არ ხორციელდება.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია რომ 6-მა ბენეფიციარმა განაცხადა პანსიონის დატოვების სურვილი, დამატებითი მუშაობა მიმდინარეობს კიდევ 10 ბავშვთან.