17 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მოლაპარაკების შედეგად მიღებული პირობების შესრულებას ელოდებიან

პროტესტის 231-ე დღე გუმათში - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებისგან პირობების შესრულებას ელოდებიან. ევროკავშირის წარმომადგენელთა ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე რიონის მცველებმა რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის მოიხსნას რკინის ბარიკადები, გაათავისუფლონ აქტივისტები და საპოლიციო ძალები გავიდნენ ხეობიდან.

მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას დრო 18 ივნისამდე მისცეს, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკება. გუმათში ვითარება ახლა მშვიდია, სამართალდამცველთა რაოდენობაც შემცირებულია.

"თუკი შესრულდება პირობები: ბარიკადების აღება, პოლიციის გასვლა და ჩვენი დაბრუნება პროტესტის ძირითად ადგილზე, ასევე დაკავებულ ჩვენს თანამებრძოლებზე, ამის შემდეგ ჩვენ კვლავ შევიკრიბებოდით და იქ იქნებოდა უკვე შემდეგ დაყენებული არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რატომ არის მედიაციის დასაწყებად საჭირო ის, რომ შეჩერდეს სამუშაო პროცესი. თუ შესრულდება ის პირობები, რაც უნდა შესრულდეს და გადავინაცვლებთ ნამოხვანში, გავაგრძელებთ იგივე ფორმით პროტესტს. რა იყო იქ კანონგარეშე, მაშინ უნდა დაასახელონ კონკრეტულად კანონგარეშე რა არის. კანონგარეშე მოქმედებებს ჩვენც არ ვიზიარებთ," - განაცხადა მოძრაობის "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა. 

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ  მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა წინგადადგმული ნაბიჯია. გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლა პოლიტიკური დამოუკიდებლობის საწინდარია.

"ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა პირველ რიგში, რომ მაგიდასთან მხარეები დასხდნენ. მთავრობის პოზიცია იყო, რომ ჯებირების არსებობის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ პროტესტის მონაწილეები ახდენენ ესკალაციას ადგილზე და ხელს უშლიან მშენებლობის გაგრძელებას. აქ არის ორი მთავარი რისკი: პირველ რიგში ის, რომ კომპანიას ეძლევა ლეგიტიმური უფლება, მთლიანად კი არ შეჩერდეს, არამედ გააჩეროს და ქვეყნიდან გავიდეს; არბიტრაჟში შევიდეს და წარუდგინოს შესაბამის კომპენსაციებზე მოთხოვნა.

მთავარი რისკი, რაზედაც ჩვენ, ყველა ქართველი მოქალაქე უნდა წუხდეს, მთელი ქვეყნისთვის ასეთი აუცილებელია, რომ დაიწყოს სვლა მისი ენერგოდამოუკიდებლობისკენ, რაც საბოლოო ჯამში მისი პოლიტიკური დამოუკიდებლობის საწინდარი იქნება ჩვენი მეზობლებისგან, ეს შეფერხდება," - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

დღის ამბები