25 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
"ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობისთვის დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

"ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის საქმეზე დაკავებულები დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს.
ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა სამი პირი ქუთაისში გუშინ დააკავეს. დანაშაული ასევე ეხება ფინანსურ დავასა და სარგებლის სანაცვლოდ ამ დავაში ჩარევის მცდელობას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები