19 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
ხელისუფლებამ ფორმალურად მოხსნა ჯებირი, მაინც გვეზღუდება გადაადგილების უფლება - რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი

რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველის თქმით, ხელისუფლებამ ფორმალურად მოხსნა ჯებირი და შეზღუდვა არ იცვლება. ისინი მედიატორთან ონლაინშეხვედრას ელოდებიან.

"პროტესტს ვაგრძელებთ ჩვეულებრივ, რადგან ხელისუფლებამ ფორმალურად მოხსნა ჯებირი, მაგრამ შინაარსი არ იცვლება, მაინც გვეზღუდება გადაადგილების უფლება. დღეს გვაქვს ონლაინშეხვედრა მედიატორთან. იქ დადგება საკითხი, თუ როგორ სრულდება ჩვენი დასმული პირობები. ამის გარდა სხვა პირობებიც გვქონდა დაყენებული და აქტიურად ამაზე რეაგირება არ მოუხდენია ხელისუფლებას," - განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა.

რამდენიმე საათში ნამახვანჰესის საკითხზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უნდა დაიწყოს. შეხვედრას აქციის მონაწილეები, არასამთავრობოები და ხელისუფლება ონლაინრეჟიმში, ევროკავშირის წარმომადგენლებთან მართავს. პოლიცია აქციის მონაწილეებს ჰესის მიმართულებით გადაადგილების უფლებას ისევ არ აძლევს. ბარიკადები აღებულია, მაგრამ ცოცხალი ძალა ადგილზე რჩება.

დღის ამბები