27 აპრილი 2024,   03:00
ვრცლად
"ევრო - 2020" - ლონდონში დღეს განსაკუთრებულ თამაშს ელიან

ერთი კვირაა ევროპის 11 ქალაქში კონტინენტის პირველობა მიმდინარეობს. ევრო - 2020-ზე, რომელიც გასულ წელს პანდემიის გამო გადაიდო 24 ნაკრები ასპარეზობს. 

გულშემატკივარმა არაერთი დასამახსოვრებელი საფეხბურთო სანახაობა იხილა. ლონდონში დღეს განსაკუთრებულ თამაშს ელიან, 23 საათზე სტადიონ უემბლიზე ისტორიული დაპირისპირება გაიმართება, "ევრო - 2020"-ის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები შოტლანდიის დამარცხებას შეეცდება.

ევროპის ჩემპიონატს პირველად ფეხბურთის ისტორიაში 11 ქალაქი მასპინძლობს. 11 ივნისს დაწყებული საფეხბურთო ფორუმი ყველა მიმართულებით გამორჩეულია. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ერთი კვირის მანძილზე არაერთი დასამახსოვრებელი ფაქტი მოხვდა. 

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

 

 

დღის ამბები