27 ივლისი 2021,   00:55
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა სამტრედიაში - ორმხრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა

სისხლიანი გარჩევა სამტრედიაში - ორმხრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შემთხვევა სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე მოხდა. სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მუშაობენ, ასევე საგამოძიებო მოქმედებებში ჩართული არიან კინოლოგები.

მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო.

 

დღის ამბები