05 მაისი 2024,   11:19
ვრცლად
იაპონელები ქვეყანაში ოლიმპიადის გამართვის წინააღმდეგი არიან - მიზეზი პანდემიის გავრცელებაა

ტოკიოში ოლიმპიადის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება. ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, რომელიც წელს იაპონიაში უნდა გაიმართოს, თვეზე ოდნავ მეტი რჩება. 

საქმე იმაშია, რომ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, მოქალაქეთა 60%-ზე მეტი ქვეყანაში ოლიმპიადის გამართვის წინააღმდეგია, რადგან შიშობენ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სპორტსმენები და დელეგაციები იაპონიაში კორონავირუსის სხვადასხვა შტამის გავრცელების წყაროდ იქცევა.

ტოკიოს მთავრობა ირწმუნება, რომ მსგავსი საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. კონკრეტულად კი, ტოკიოში ოლიმპიურ შეჯიბრებებზე მასობრივი დასწრება აკრძალულია. 

დღის ამბები