19 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
7 წლის ბავშვის წამებისთვის დედას და მამინაცვალს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება - სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე ამ წუთებში მსჯელობს

7 წლის ბავშვი, რომელსაც დედა და მამინაცვალი აწამებდნენ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.

არასრულწლოვნის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. 

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ წამების დამადასტურებელი მტკიცებულებები, პროკურატურას არ წარმოუდგენია. 

"ბრალდების მხარეს, წამების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მათ შორის ბავშვის ჩვენება. ბავშვს ჩვენება მიცემული აქვს სამართლებრივად, რომელიც დაწერილია და შემდეგ მოაწერინეს ხელი, რომელსაც საქმის არსებითი განხილვის დროს ვერ დაადასტურებს,"- ამბობს ადვოკატი. 

დედას და მამინაცვალს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ წამების მუხლით წარედგინათ, რაც 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები