20 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდებულია - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, მართალია პირბადის ღია სივრცეში ტარების აუცილებლობა მოიხსნა, თუმცა მაინც მიზანშეწონილი და რეკომენდებულია.

"გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდებულია. ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს. ბევრს გეტყვით, რომ პირბადის ტარება მიზანშეწონილია, მაგრამ ის არ იქნება მანდატორული. პირბადის გამოყენება ძალაში რჩება დიდი თავშეყრის ადგილებში, გაჩერებებზე, ავტოტრანსპორტში, მეტროში და ა.შ. და რა თქმა უნდა, დახურულ შენობებში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება - რეგულაციების შემსუბუქების შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

დღის ამბები