ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყანაში ხანძარსაშიში პერიოდია. გარემოსთვის ზიანის მიყენებისა და პრობლემების თავიდან ასაცილებლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები.
ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელი ნიშნები განათავსა.
კანონის მიხედვით, ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.