საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ჯგუფურად განხორციელებული ფიზიკური ძალადობის საქმის განხილვა გრძელდება.
სხდომაზე უნდა გამოიკვლიონ მტკიცებულებები და გამოკითხონ 3 დაკავებული. მათ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრებათ.