02 სექტემბერი 2026,   14:03
ვრცლად
თუ სომხეთთან არ იქნება სამშვიდობო შეთანხმება, ეს ნიშნავს, რომ არ იქნება მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში - ილჰამ ალიევი

"თუ სომხეთთან არ იქნება სამშვიდობო შეთანხმება, ეს ნიშნავს, რომ არ იქნება მშვიდობა - არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის, არამედ სამხრეთ კავკასიაში"- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა.

ილჰამ ალიევის თქმით, რეგიონს მდგრადი განვითარება, პროგნოზირებადობა და ომის ნული რისკი სჭირდება. აზერბაიჯანის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო წლებში პოსტკონფლიქტურ ვითარებასთან დაკავშირებით ფუნდამენტური მიდგომები შემუშავდება.

დღის ამბები