05 მაისი 2024,   00:24
ვრცლად
ვახტანგ გომელაურს ბრიტანულ ხომალდზე უმასპინძლეს

შინაგან საქმეთა მინისტრს ბრიტანულ ხომალდზე უმასპინძლეს. ვახტანგ გომელაურს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდზე საქართველოში ბრიტანეთის ელჩი და ხომალდის მეთაური შეხვდნენ.

მეთაურმა ვინს ოუენმა ქართული დელეგაციის წევრებს ხომალდი დაათვალიერებინა. საჰაერო თავდაცვის თანამედროვე ტიპის გამანადგურებელი საქართველოში 26 ივნისს შემოვიდა. ხომალდის ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობას.

დღის ამბები