"რუსთავი 2-თვის" ცნობილი გახდა, რომ დაუდგენელმა პირმა, რამდენიმე წუთის წინ, 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. "კურიერის" ჯგუფმა ინფორმაცია ადგილზე გადაამოწმა. გაირკვა, რომ საუბარია ცრუ შეტყობინებაზე. ბანკის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლები და სამართალდამცველები ცრუ შეტყობინების ავტორის დადგენას ცდილობენ.