გორში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ შალვა გულიაშვილს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. მოგვიანებით მის აღკვეთის ღონისძიებას უკვე სასამართლო გადაწყვეტს.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მისი დაკითხვა შიდა ქართლის პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ თითქმის 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად "სემსოტა" სამართალდამცველებმა გუშინ აიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 3 ივნისის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების დროს ზურაბ რიკრიკაძე სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა.
დაკავებულს განზრახ მკვლელობის გარდა ნარკოტიკული საშუალების შენახვაშიც ადანაშაულებენ.