04 სექტემბერი 2026,   20:38
ვრცლად
თბილისის საკრებულოში დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე გაიხსნა

თბილისის საკრებულოში ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის, მთარგმნელის და თბილისის პირველი ქართველი მერის, დიმიტრი ყიფიანის სახელობის საგამოფენო სივრცე გაიხსნა.

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, საკრებულოს და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

საგამოფენო სივრცეში დიმიტრი ყიფიანის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური მასალა და დიმიტრი ყიფიანის ხელნაწერებია წარმოდგენილი.

ინიციატივის ავტორი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიაა.

დღის ამბები