06 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
33 წლის შშმ ქალი მეზობელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში

გურჯაანის მუნიციპალიტეტში  33 წლის ქალი მეზობელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

საქმეში დაზარალებული ყვება, რომ  შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა. მისი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში  მყოფმა თანასოფლელმა მამაკაცმა საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ძალის გამოყენებით  საკუთარ სახლში წაიყვანა. სადაც ქალს მუქარის მეშვეობით ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა, სახეზე დაზიანებები მიაყენა და გაუპატიურება სცადა.  

სავარაუდო ძალადობის ფაქტის  შესახებ ქალის დედამ პოლიციას აცნობა, სამართალდამცველებმა მოძალადე სახლში იმ დროს დააკავეს, როცა ქალი ჯერ კიდევ მასთან იმყოფებოდა.

ბრალდებულის გარემოებას ის ფაქტი ამძიმებს, რომ დაზარალებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.  დაზარალებულს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, მის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი  იცავს. 

გამოძიება გაუპატიურების  მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ბრალდებული 41 წლის კაცი დაკავებულია და საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  მოძალადეს  14  წლამდე პატიმრობა  ემუქრება

დღის ამბები