03 მაისი 2024,   19:57
ვრცლად
აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა

შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

მერიკ გარლანდი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ყველას სამართლიანი და ჰუმანური გარემო.

გარლანდის წინამორბედმა გასულ წელს პირველად დაუშვა სიკვდილით დასჯა 17 წლიანი პაუზის შემდეგ. შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სიკვდილით დასჯის გაუქმების მომხრეა.

იუსტიციის დეპარტამენტი განაგრძობს სიკვდილით დასჯის პრაქტიკის გადახედვას. განხილვის დასრულებამდე შტატებში ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა არ განხორციელდება.

დღის ამბები