20 მაისი 2024,   10:47
ვრცლად
"შესაძლოა ნანგრევებში ჯერ კიდევ იყოს ვიღაც ცოცხალი" - ჯო ბაიდენი მაიამიში ტრაგედიის ადგილზე ჩავიდა

მაიამიში მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები უკვე ერთი კვირაა გრძელდება.

ტრაგედიის ადგილზე შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი ჩავიდნენ და გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ჯო ბაიდენმა დაღუპულის ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ შესაძლოა ნანგრევებში ჯერ კიდევ იყოს ვიღაც ცოცხალი.

12-სართულიანი შენობის ნანგრევებში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაკარგულად ითვლება 145 პირი. ადგილზე ასობით მაშველი, მეხანძრე და სპეციალისტი მუშაობს. ნგრევის მიზეზი ისევ უცნობია.

დღის ამბები