20 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
რას ამბობს სხეულის სუნი ადამიანზე და რატომ არის მიმზიდველი ქალი მენსტრუაციული ციკლის დაწყებისას - მეცნიერების კვლევა 

ადამიანის სუნი უკვე დიდი ხანია, რაც მეცნიერების კვლევის ობიექტად იქცა, ამ ყველაფერს ერთი მარტივი მიზეზი აქვს - მასში სრულად აისახება პიროვნების ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური მდგომარეობა.

მეცნიერთა კვლევის თანახმად, რომელსაც BBC აქვეყნებს, ადამიანის სურნელთან მისი სხეულის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია. სუნის მახასიათებლების მიხედვით მრავალი დაავადების ამოცნობაა შესაძლებელი. სპეციალისტების თქმით, მაგალითად, ქოლერას ტკბილი სუნი ახასიათებს, ხოლო დიაბეტს დამპალი ვაშლის.

აღსანიშნავია ისიც, რომ მამაკაცებს ყველაზე მეტად ქალის სურნელი მაშინ ხიბლავთ, როდესაც მდედრობით სქესს მენსტრუაციული ციკლი ეწყებათ. ამ პერიოდში ქალის სხეულიდან გამოყოფილ სუნს მამაკაცის სხეულში ტესტოსტერინის დონის ამაღლება შეუძლია.

სხეულის არომატს დიდწილად განსაზღვრავს კვება, ჯანმრთელობა და გენეტიკა. ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, ტყუპების ოფლის სუნი თითქმის სრულიად იდენტური იყო, ვინაიდან მათი გენური სისტემა, აღნაგობა და სხვა მახასიათებლები თანხვედრაში მოდიან ერთმანეთთან.

სხეულის სუნში იკვეთება ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია წყვილთა ცხოვრებასა და მათ შორის სექსუალური ურთიერთობის განვითარებაში. კვლევებით ასევე დადასტურდა, რომ წყვილს შორის ქიმია მით უფრო მეტია და უფრო მეტად იზიდავენ ერთმანეთს, რაც უფრო განსხვავებული ტიპის ანტიგენი აქვთ მათ გენეტიკაში.

საფრანგეთის მეფე ლუი მეთოთხმეტე ჩაციკლული იყო პარფიუმზე. იგი ყოველთვის ცდილობდა, რომ მთელი ვერსალის სასახლეში სასიამოვნო არომატი ყოფილიყო. ეს იმიტომ არ ხდებოდა, რომ მონარქისთვის ჰიგიენა ზედმეტად დიდ მნიშვნელობის მატარებელი იყო, ან იმიტომ, რომ მას ეს სიამოვნებდა, უბრალოდ მეფე ლუიმ იცოდა სურნელის მაგიური მნიშვნელობის შესახებ.

კვლევის შედეგად მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ადამიანები ისეთ პარფიუმსა და სუნამოს ირჩევენ, რომელიც მათ გენეტიკურ ინფორმაციასა და ფსიქოლოგიას შეესაბამება.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები