ავსტრიის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემული AstraZeneca-ს ვაქცინის 5 000 დოზა თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი ავრცელებს.
"ახლახანს დაეშვა თბილისის აეროპორტში ვენა-თბილისის რეისი, რომელითაც ავსტრიის მიერ საქართველოსათვის საჩუქრად გადაცემული 5000 დოზა ასტრაზენეკას ვაქცინა ჩავიდა! დიდი მადლობა ავსტრიის მთავრობას - ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს, ამ დახმარებისა და სოლიდარობისათვის! ეს მეგობრობის მნიშვნელოვანი ჟესტია, რასაც ძალიან ვაფასებთ!" - წერს ქეთევან ციხელაშვილი.
ინფორმაცია ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმაც გაავრცელა.