20 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტია არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ახლა თბილისში - ნათია კუპრაშვილი

რეგიონული მაუწყებლობის ალიანსის განვითარების დირექტორი ნათია კუპრაშვილი "რუსთავი 2-ის" ეთერში აცხადებს, რომ რადიკალური ჯგუფების მიერ განხორციელებულ ძალადობას და აგრესიულ ქმედებებს არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან.

"რამდენი კურდღლის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს საწინააღმდეგო კურდღლის დაჭერა ხდება ახლა პოლიტიკურად. ერთის მხრივ, ხდება პირდაპირი ძალადობა და დაშინება მედიის, მისი განეიტრალება, რომ მათ ვერაფერი ვერასდროს ვერ გაბედონ, რასაც მე იმედი მაქვს, რომ ვერ მიაღწევენ ამ ქვეყანაში.

მეორეს მხრივ, ხდება შტურმი გამოხატვის თავისუფლებაზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თანმდევი მთავარ თემად იქცა რიონის ხეობა, რომელიც იყო პროტესტი, რომელიც ყველა ტიპის ადამიანს აერთიანებდა. ამაზეც მშვენიერი შეტევა განახორციელა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის ამ შემთხვევაში ხელისუფლებაში იმიტომ, რომ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ახლა თბილისში.

რამდენიმე ფლანგით უტევს ახლა პოლიტიკური ძალა სახელმწიფოს და სახელმწიფო ცდილობს თავის დაცვას. მათ შორის კატასტროფულია სურათი, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს მედიაში, რომელიც სამწუხაროდ არ ჩაივლის უკვალოდ და თითოეულ ადამიანზე აისახება ძალიან ცუდად, ყველაზე ცუდი ამაში ეს არის და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ საერთოდ ამას ვერ ექნება ვერანაირი კავშირი რელიგიასთან და ქრისტიანობასთან.

ამ მარხვაში, აბსოლუტურად ანტირელიგიურ, ანტიმართლმადიდებლურ, ანტიქრისტიანულ ქმედებებს სჩადიან. ამას არა აქვს კავშირი არანაირ რელიგიასთან, ჩვენ გვაქვს კავშირი მხოლოდ ძალადობასთან და ძალადობრივ ჯგუფებთან, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომლებიც უტევენ საქართველოს სახელმწიფოს და ეს პირველ რიგში სახელმწიფოს დაატყდება ძალიან ცუდად უკან, დღეს თუ რამდენიმე ჟურნალისტი გვყავს ჩვენ დაზარალებული," - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

დღის ამბები