20 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
ჩვენი მიზანი არის, რომ თვეში დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქე აიცრას - საქართველოში დღეიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო

საქართველოში დღეიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ამცრელ კლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებში უკვე დამატებულია კაბინეტები და მედპერსონალი. საქართველოს ავსტრიამ 5000 დოზა AstraZeneka აჩუქა. ვაქცინა თბილისში უკვე ჩამოიტანეს.

"ჩვენი მიზანი არის, რომ თვეში დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქე აიცრას, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სწრაფად შევქმნათ დაცვის იმუნური ფენა. ტექნიკური რესურსი ჯანდაცვის სამინისტროს იმისთვის, რომ აცრების ეს რაოდენობა განახორციელოს აქვს. დღეში თითოეული ბრიგადა საშუალოდ გაატარებს 60-70 მოქალაქეს და მათი ერთობლივი მუშაობის შედეგად, შესაძლებელია დღის განმავლობაში შესაძლებელია 2-დან 25 ათასამდე აცრის შესრულება,"- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

დღის ამბები