25 აპრილი 2024,   13:47
ვრცლად
"კანონიერმა ქურდმა" ავთო კოპალამ პასპორტი შეჭამა, რის გამოც მისი საქართველოში დეპორტაცია ჩაიშალა

უკრაინაში მყოფი, რუსეთის მიერ 2019 წლიდან ძებნილი ე.წ. კანონიერი ქურდი, კრიმინალურ სამყაროში ავთო კოპალას მეტსახელით ცნობილი (ავთო კობეშავიძე) უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს, საქართველოში მისი დეპორტაცია განიზრახეს და ბორისპოლ-ბათუმის 10 ივლისის 07:30 საათის რეისის შესასრულებლად გამზადებულ "იანეარის" კომპანიის თვითმფრინავში ყველა სხვა მგზავრზე ადრე ჩასვეს.

თვითმფრინავში შესვლისთანავე ავთო კოპალამ პასპორტი შეჭამა და სანამ სამართალდამცავები არკვევდნენ როგორ მოქცეულიყვნენ, 100-ზე მეტი სხვა მგზავრი, მათ შორის უკრაინული დელეგაციის წევრები და მათთან ერთად მყოფი ბავშვები, მოსაცდელ დარბაზში მიზეზის ახსნა-განმარტების გარეშე, საჭმელ-სასმელით და წყლით არაუზრუნველყოფილები ჰყავდათ.

დღის ამბები