"მოგვეცით უფლება ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი" - ამ შინაარსის ლოზუნგებით ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებმა აქცია გამართეს.
ადგილობრივი მაცხოვრებლები უკვე წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლების მხრიდან დახმარებას მოითხოვენ.
მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება ღია წესით ხდება.
აღნიშნული პრობლემით გარემოსდაცვითი ორგანიზაციები დაინტერესდნენ და სიტუაციას ადგილზე გაეცნენ.
კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 100-მდე ოჯახი ჯანმრთელობისათვის საშიში ზონიდან გასახლებას მოითხოვს. პარალელურად საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში ცდილობენ.