27 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
"თავისუფლება 13 ახალგაზრდას" - ურეკში აქცია გაიმართა

"თავისუფლება 13 ახალგაზრდას" ამ მოთხოვნით დაბა ურეკში, პოლიციის სამმართველოსთან 24 ივნისს პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 13 დაკავებული პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს.

შეკრებილები დაკავებულების მუხლის გადაკვალიფიცირებასა და გირაოს სახით გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების მტკიცებით, დაკავებული ახალგაზრდები უდანაშაულოები არიან და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს მათ საწინააღმდეგო სამხილები არ გააჩნიათ.

ასევე, დასძენენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავენ, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

მომავალი კვირიდან კი ურეკის პოლიციის მიმდებარედ კარვების გაშლას და შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

დღის ამბები