ქვემო ქართლში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 800 კოლოფი ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტროსიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 16 000 ლარს შეადგენს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.