27 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
ახალი დეტალები ბათუმის ბულვარში მომხდარი მკვლელობის შესახებ - პოლიცია 20 წლის ახალგაზრდას ეძებს

საზარელი მკვლელობა ბათუმში - 60 წლის მამაკაცი ცივი იარაღით 20 წლის ახალგაზრდამ მოკლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა დაცვის თანამშრომელ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობას მუცლის არეში მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა ბათუმის ძველ ბულვარში, ერთ ერთ კაფეში მოხდა. მოკლული კაფის მეპატრონის ბიძაა.

"კურიერის" ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. დაჭრილი მამაკაცი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" უთხრეს, რომ დამნაშავის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. 

დღის ამბები