02 მაისი 2024,   01:52
ვრცლად
მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, თუ ბრალდებულია გამოძიება დაადგენს - რას ამბობს აჭარის პოლიციის უფროსი მე-2 სართულიდან გადამხტარ მამაკაცზე

ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთი შენობის მეორე სართულიდან გადმოხტა.

ვარდნისას მას დაზიანებები არ მიუღია, თუმცა ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში მაინც გადაიყვანა, მას სავარაუდოდ თვითდაზიანებები აქვს მიყენებული. 

"მკვლელობაში არის ეჭვმიტანილი თუ ბრალდებული ამას გამოძიება დაადგენს და ყველაფერს გაეცემა პასუხი. ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო, რომ ადამიანი უვნებლად არის ჩვენთან და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"- აცხადებს აჭარის პოლიციის უფროსი ავთო გალდავა.

ბათუმის ბულვარში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

დღის ამბები