20 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
3-თვიანი მკურნალობის შემდეგ ქუთაისში 84 წლის კაცი კოვიდისგან გამოჯანმრთელდა

"კლინიკა ბომონდის" კოვიდცენტრში 84 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა, ის კლინიკაში სამი თვის განმავლობაში მკურნალობდა.

როგორც "ბომონდი" საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, 84 წლის მამაკაცი ზესტაფონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია. ის კლინიკაში 24 მაისს, დადასტურებული კოვიდინფექციით შეიყვანეს. პაციენტს ფილტვის ქსოვილის 95 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. მას ასევე აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

"კლინიკაში შემოსვლის მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა. კოვიდცენტრის რეანიმაციული განყოფილების გუნდის მიერ ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ხანდაზმული პაციენტი სახლში სრულიად გამოჯანმრთელებული გაეწერა,“-აცხადებენ "კლინიკა ბომონდში“.

დღის ამბები