20 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
მივიდა საპატრიარქოს განცხადებიდან გამომდინარე პარაკლისზე, ძალადობრივ ქმედებებში ბრალი არ მიუძღვის - მედიაზე ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი

მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ 2 პირს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. უშანგი დათუნაშვილსა და ირაკლი კიკნაძეს ბრალად "რუსთავი 2-ისა" და "ტვ პირველის" ოპერატორებზე ძალადობა ედებათ.

"რუსთავი 2-ის" ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე იდენტიფიცირებულია ბრალდებული, რომელიც ფიზიკურ ძალადობას ახორციელებს ოპერატორის მიმართ, რომლის შემდგომაც ოპერატორი უკვე პროფესიულ საქმიანობას წყვეტს. ეს სხვა მტკიცებულებებითაც დადასტურებულია. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ის "ტვ პირველის" ოპერატორზე ახორციელებს ძალადობას. ორივე ბრალდებულის ძალადობის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები დევს საქმეში," - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ დღეს ადვოკატები გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"5 ივლისს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, როგორც უამრავი ადამიანი მივიდა საპატრიარქოს განცხადებიდან გამომდინარე პარაკლისი უნდა ჩატარებულიყო. არანაირ ძალადობრივ ქმედებებში მას ბრალი არ მიუძღვის. კადრებში რომელიც გავრცელდა, არსად არ ჩანს, რომ ვინმეს ურტყამს," - აღნიშნა უშანგი დათუნაშვილის ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები