20 ნოემბერი 2024,   00:53
ვრცლად
სექსუალური სახის დანაშაული მოსწავლის მიმართ - პოლიციამ 64 წლის მასწავლებელი დააკავა

64 წლის მასწავლებელი, რომელსაც ყოფილი მოსწავლე ბრალს სექსუალური სახის ქმედებაში სდებს, დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგმა სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში ყოფილი მოსწავლის, 18 წლის გოგონას, მიმართ სექსუალური სახის დანაშაული ჩაიდინა.

მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირთ სკოლასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
აღნიშნულთან დაკავშირებით არ საუბრობენ და კამერასთან არ ჩნდებიან დაკავებულის ოჯახის წევრებიც.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აწარმოებს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებაა.

დღის ამბები