20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა მომსახურება განახლდა - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"აღნიშნულ ხაზზე ტექნიკური პრობლემის გამო, დღეს, 15:40 საათიდან, დროებით შეჩერებული იყო მგზავრთა მომსახურება. ტექნიკურმა ჯგუფმა დროულად შეძლო ხარვეზის აღმოფხვრა.

ამ ეტაპისთვის, მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მგზავრთა გადაყვანას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები