33 წლის მამაკაცს სავარაუდო პედოფილიაში ადანაშაულებენ. გოგონას მამაკაცი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს სწერდა. ოჯახმა პოლიციას უკვე მიმართა. როგორც შეტყობინებების ადრესატის და "კურიერთან" ჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ მამაკაცს უთხრა, რომ არასრულწლოვანი იყო, ის სექსუალური შინაარსის მიმოწერას მაინც აგრძელებდა.
თიკო კვალიაშვილი "კურიერთან" ჰყვება რომ, მის დას რომელიც სრულწლოვანია, სოციალურ ქსელში, ვინმე - ჯიმი ჯონისგან შეტყობინება მიუვიდა, 21 წლის გოგონაც საუბარში აჰყვა, თუმცა მალევე მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა და ასაკიც ამის გამო მოატყუა.
33 წლის მამაკაცი რომელზეც თიკო კვალიაშვილი საუბრობს სავარაუდოდ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს და დაოჯახებული არ არის, ის საჯაროდ ბრალდებებს არ პასუხობს და სატელეფონო კომენტარზეც უარს ამბობს.
ე.წ. ჯიმი ჯონის და მის ახლობლებს კამერებთან გამოჩენა არ სურთ თუმცა, თემაზე ლაპარაკობენ მისი ოჯახის წევრები, დეიდა ჰყვება, რომ მისთვის ფაქტი მოულოდნელია და არ სჯერა. მეტიც, არ გამორიცხავს, რომ მისი დის შვილი შურისძიების ან პროვოკაციის მსხვერპლი გამხდარიყო.
ჩაიდინა, თუ არა წინასწარი შეცნობით 33 წლის მამაკაცმა მძიმე დანაშაული ამას სამართალდამცველები დაადგენენ, საგამოძიებო მოქმედებები უკვე მიმდინარეობს, გამოშვება გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაიწყო.
პედოფილიის ფაქტები, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაიზარდა, მაშინ როდესაც სოციალურ ქსელს ყველაზე მეტი მოქალაქე იყენებს.